ქართული ცეკვის სახეობები

                     "ქართული ცეკვის სახეობები"


ქართული [რედაქტირება]

ქართული ჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდადნ უძველესია. ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს, (ძველად იწოდებოდა ,,სადარბაზო’’, ,,სანადიმო’’, ,, საარშიყო’’, ,,დავლური’’, ,,ლეკური’’). ქართული ცეკვა - სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული შინაარსის წყვილური ცეკვაა. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალი ჩაისახა თეატრალიზებული სინთეზური სანახაობის - სახიობის წიაღში ( XI-XII სს). თავდაპირველად სრულდებოდა გაცეკვებული დიალოგის სახით. ცეკვა ხუთ ნაწილიანია, ზოგჯერ სრულდება ოთხ ნაწილად. შესრულების აუცილებელი პირობაა - ქალთათვის - სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური სინარნარე, ვაჟთათვის - მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად. მუსიკალური ზომაა 6/8. ცეკვა ქართულის კლასიკური ნიმუში გვხვდება ზაქარია ფალიაშვილის ოპერებში ,,აბესალომ და ეთერი’’ და ,,დაისი’’, დიმიტრი არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე’’, მელიტონ ბალანჩივაძის ,,დარეჯან ცბიერი’’ და სხვ.

                                       

 

მთიულური [რედაქტირება]

მთიულური — ქართული ხალხური ცეკვების ჯგუფი, რომლებიც ერთნაირ ტექნოლოგიურ მასალაზე (მრავალფეროვანი ჩაკვრები, ცერილეთები, მუხლილეთები, ბრუნები, ხტომისებური მოძრაობები) არის აგებული. მთიულური ცეკვაც, ხევსურულის მსგავსად მთაში იღებს სათავეს და მისი შინაარსიც სატრფიალო მეტოქეობას ეფუძნება. თუმცაღა განსხვავება ისაა რომ მთიულურში, პაექრობა მოცეკვავეთა ორ ჯგუფს შორის მიმდინარეობს. ეს არის საბრძოლო ხელოვნებისა და ოსტატობის ნამდვილი ზეიმი, რომლის მუსიკალური ზომაც, უმეტეს შემთხვევაშია 2/4.
                                              Georgian dance 3.jpg
                       

ხორუმი [რედაქტირება]

ხორუმი, საბრძოლო ხასიათის ეს ცეკვა, საწყისს აჭარის რეგიონიდან იღებს. თავდაპირველად მას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ასრულებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შემსრულებელთა რაოდენობა გაიზარდა და ხორუმის თანამედროვე ვარიანტში, ოცდაათიდან ორმოცამდე მოცეკვავეს შეუძლია მონაწილეობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მოცეკვავეთა შემადგენლობა შეიცვალა, თავად ცეკვის სტილი პირვანდელი და უცვლელი დარჩა. ცეკვა იწყება რამდენიმე მოცეკვავის სცენაზე შემოსვლით, ისინი განასახიერებენ მეომრებს, რომლებიც ბრძოლის წინ დიდი სიფრთხილით ზვერავენ საომარ ტერიტორიას. შემდგომ ამისა კი სცენაზე ლაშქრის დანარჩენ წევრებსაც უხმობენ. ეს ცეკვა მაყურებელს ერთდროულად გადმოსცემს: ძიების, ბრძოლისა და მტერზე გამარჯვების სიხარულით გამოწვეულ განცდას. ხორუმი ცეკვაში განსახიერებული სიმბოლოა, ქართველ მებრძოლთა ვაჟკაცობისა და დიდებულებისა.
                                                                                                     

განდაგანა [რედაქტირება]

განდაგანა აჭარული წარმოშობის ცეკვაა. ასრულებს ძირითადად ქალ- ვაჟი, თუმცა არსებობს მისი ჯგუფური შესრულების ვარიანტიც. ამ ცეკვის ძირითადი ელემენტებია: ორი დაკვრით გვერდული გადაადგილება, ე.წ ” ჩაკვრის” ტიპის სპეციალური სახასიათო მოძრაობა და სხვა. გამოირჩევა ულამაზესი, მკვეთრი ფერის კოსტიუმებით. შედგება სამი- ნელი, ჩქარი და ისევ ნელი ნაწილისაგან.
                                                                                                                                   

სიმდი და ხონგა [რედაქტირება]

ეს ორი ცეკვა ოსეთის რეგიონიდან იღებს სათავეს. მათ შორის ბევრი საერთოა, თუმცა ბევრია განსხვავებაც. მოძრაობები, კოსტიუმები (გრძელსახელოებიანი სამოსი, მაქსიმალურად მაღალი, წოწოლა თავსაბურავები) ორივე ცეკვაში ერთნაირია, თუმცა ხონგას მოცეკვავეთა შედარებით მცირე რაოდენობა ასრულებს, სიმდში კი მათი რიცხვი გაცილებით მეტია. ხონგას შესრულებაში განსაკუთრებით რთული და ამასთანავე სანახაობრივად ულამაზესი, მამაკაცის პარტიაა. სიმდი კი წყვილთა ნელ და ზუსტ მოძრაობებზეა აგებული. ამ ცეკვის მთავარი სილამაზე მოცეკვავეთა მწკრივების რიტმულ, ერთიან ტრიალსა და მათი შავ-თეთრი სამოსის მონაცვლეობა-კონტრასტს ეფუძნება.
                                                                                                               
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98#.E1.83.98.E1.83.A1.E1.83.A2.E1.83.9D.E1.83.A0.E1.83.98.E1.83.90


კინტოური [რედაქტირება]

კინტოური ქალაქური ტიპის ცეკვათა რიცხვს განეკუთვნება და თავისი არსით ძველი ქალაქის ცხოვრებას ასახავს, თავად ცეკვის სახელწოდება, ძველი თბილისის კოლორიტი წვრილი ვაჭრების, კინტოების სახელს უკავშირდება. მოცეკვავეთა სამოსიც კინტოებისთვის დამახასიათებელია, შავი ატლასიას შარვალ-ხალათი და ვერცხლის ქამარში გაჩრილი აბრეშუმის წითელი ხელსახოცი. კინტოები ამ ხელსახოცებში გამოაკრავდნენ ხოლმე მყიდველის მიერ არჩეულ საქონელს (ძირითადად ხილს ან ბოსტნეულს) ასაწონად. კინტოებისთვის დამახასიათებელი გამჭრიახობა, სიმკვირცხლე და კომუნიკაბელურობა კარგადაა ასახული ”კინტოურის” ქორეოგრაფიულ გადაწყვეტაში.
                                 https://www.google.com/url?sa=t&rct=j&q=&esrc=s&source=web&cd=7&cad=rja&sqi=2&ved=0CEkQFjAG&url=http%3A%2F%2Fka.wikipedia.org%2Fwiki%2F%25E1%2583%25A5%25E1%2583%2590%25E1%2583%25A0%25E1%2583%2597%25E1%2583%25A3%25E1%2583%259A%25E1%2583%2598_%25E1%2583%25AE%25E1%2583%2590%25E1%2583%259A%25E1%2583%25AE%25E1%2583%25A3%25E1%2583%25A0%25E1%2583%2598_%25E1%2583%25AA%25E1%2583%2594%25E1%2583%2599%25E1%2583%2595%25E1%2583%2594%25E1%2583%2591%25E1%2583%2598&ei=AAABUdPZHs6Sswa9roHoCQ&usg=AFQjCNHy07cNoj7auuX-tBvnhnEVX6ZyDA



No comments:

Post a Comment