"ქართული გენია როკვით განფენილი"

საინტერესოა რის საფუძველზე წარმოიშვა ქართული ცეკვა, გენია როკვით გაანფენილი, როგორც მას გრიგოლ რობაქიძე უწოდებს? ერთი რამ ცხადია, ცეკვაში ნატიფი ილეთებით ჩაწერილია ქართული ყოფიერება, მითი დასინამდვილე, ქართული სულიერი სამყარო.
ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. მისი განვითარების პროცესში აღმოცენდა თეატრალიზებული ქართული ცეკვა და საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ-საბალეტო ხელოვნებას.
ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის მთვარის (,,შუშპა’’) პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული. უძველესი ფერხულის რიტუალურ ხასიათს ატარებს თრიალეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება (ძვ. წ. IIათსწლეული) ნიღბებიან მონადირეთა ფერხული, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების - დალისადმი უნდა იყოს მიძღვნილი. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი: სამონადირეო ფერხული’’, ,ლემჩილი’’, ბეთქილის ფერხული’’ და სხვ. დროთა განმავლობაში პირველყოფილ სამონადირეო ცეკვაში რიტმული ტანვარჯიშის ილეთები შეიჭრა, უფრო გვიან კი საბრძოლო ხასიათის ტონებითაც შეივსო. ასე შეიქმნა საცეკვაო-პანტომიმა ფართოდ გავრცელებული ცეკვა ,,ხორუმი’’.
http://networkedblogs.com/mpVmt
No comments:
Post a Comment