"ცეკვა ქართული"
ამ ცეკვაში თავს იყრის ქართული ხალხის
ქორეოგრაფიული შემოქმედების საუკეთესო თვისებები. იგი მრავალ თაობათა მიერ
იქმნებოდა და საუკუნეთა განმავლობაში იწრთობოდა, ამიტომ შეიძლება ითქვას,
რომ ცეკვა “ქართული” ერთ–ერთი ხალხური ცეკვაა, რომელსაც არ გააჩნია
კუთხურობის ნიშანი.
ცეკვა “ქართული” სრულდება ქლ–ვაჟის მიერ.
ცეკვას იწყებს ვაჟი, რომელიც გამოდის რა საცეკვაო მოედნის (სცენის)
მარჯვენა მხრიდან, ამაყი გამოხედვით შემოუვლის წრეს და ქალთა შორის ეძებს
მას ვისაც მისი გული შეუპყრია. ვაჟი მალე იპოვის მას, მიუახლოვდება,
დაახლოებით ორ ნაბიჯზე, მცირედ დაიხევს უკან, გაუსვამს ფეხს და ცეკვაში
გამოიწვევის ნიშნად , ქალის წინ დახრის თავს. ცეკვა ხუთი ნაწილისგან
შედგება:
-
ვაჟის გამოსვლა საცეკვაოდ;
-
ქალის მიპატიჟება და ქალ–ვაჟის მიერ საცდელი წრის შემოვლა;
-
ვაჟის ცალად ცეკვა (სოლო)
-
ქალის ცალად ცეკვა (სოლო)
-
დასკვნითი ნაწილი, ქალ–ვაჟის ცეკვა, ბრძოლა უპირატესობისათვის.
http://qartulicekvebi10-2.blogspot.com/2011/04/blog-post_06.html
No comments:
Post a Comment