"ქართული ცეკვის სახეობები"
ქართული ჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა
ცეკვებიდადნ უძველესია. ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად
შეიძლება ჩაითვალოს, (ძველად იწოდებოდა ,,სადარბაზო’’, ,,სანადიმო’’, ,,
საარშიყო’’, ,,დავლური’’, ,,ლეკური’’). ქართული ცეკვა - სადარბაზო,
სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული შინაარსის წყვილური
ცეკვაა. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალი ჩაისახა თეატრალიზებული
სინთეზური სანახაობის -
სახიობის
წიაღში ( XI-XII სს). თავდაპირველად სრულდებოდა გაცეკვებული დიალოგის
სახით. ცეკვა ხუთ ნაწილიანია, ზოგჯერ სრულდება ოთხ ნაწილად. შესრულების
აუცილებელი პირობაა - ქალთათვის - სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური
სინარნარე, ვაჟთათვის - მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად. მუსიკალური
ზომაა 6/8. ცეკვა ქართულის კლასიკური ნიმუში გვხვდება
ზაქარია ფალიაშვილის ოპერებში ,,
აბესალომ და ეთერი’’ და ,,
დაისი’’,
დიმიტრი არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე’’,
მელიტონ ბალანჩივაძის ,,დარეჯან ცბიერი’’ და სხვ.
მთიულური [რედაქტირება
მთიულური — ქართული ხალხური ცეკვების ჯგუფი, რომლებიც ერთნაირ
ტექნოლოგიურ მასალაზე (მრავალფეროვანი ჩაკვრები, ცერილეთები, მუხლილეთები,
ბრუნები, ხტომისებური მოძრაობები) არის აგებული. მთიულური ცეკვაც,
ხევსურულის მსგავსად მთაში იღებს სათავეს და მისი შინაარსიც სატრფიალო
მეტოქეობას ეფუძნება. თუმცაღა განსხვავება ისაა რომ მთიულურში, პაექრობა
მოცეკვავეთა ორ ჯგუფს შორის მიმდინარეობს. ეს არის საბრძოლო ხელოვნებისა და
ოსტატობის ნამდვილი ზეიმი, რომლის მუსიკალური ზომაც, უმეტეს შემთხვევაშია
2/4.
ხორუმი, საბრძოლო ხასიათის ეს ცეკვა, საწყისს
აჭარის
რეგიონიდან იღებს. თავდაპირველად მას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი
ასრულებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შემსრულებელთა რაოდენობა გაიზარდა და
ხორუმის თანამედროვე ვარიანტში, ოცდაათიდან ორმოცამდე მოცეკვავეს შეუძლია
მონაწილეობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მოცეკვავეთა შემადგენლობა
შეიცვალა, თავად ცეკვის სტილი პირვანდელი და უცვლელი დარჩა. ცეკვა იწყება
რამდენიმე მოცეკვავის სცენაზე შემოსვლით, ისინი განასახიერებენ მეომრებს,
რომლებიც ბრძოლის წინ დიდი სიფრთხილით ზვერავენ საომარ ტერიტორიას. შემდგომ
ამისა კი სცენაზე ლაშქრის დანარჩენ წევრებსაც უხმობენ. ეს ცეკვა
მაყურებელს ერთდროულად გადმოსცემს: ძიების, ბრძოლისა და მტერზე გამარჯვების
სიხარულით გამოწვეულ განცდას. ხორუმი ცეკვაში განსახიერებული სიმბოლოა,
ქართველ მებრძოლთა ვაჟკაცობისა და დიდებულებისა.
განდაგანა აჭარული წარმოშობის ცეკვაა. ასრულებს ძირითადად ქალ- ვაჟი,
თუმცა არსებობს მისი ჯგუფური შესრულების ვარიანტიც. ამ ცეკვის ძირითადი
ელემენტებია: ორი დაკვრით გვერდული გადაადგილება, ე.წ ” ჩაკვრის” ტიპის
სპეციალური სახასიათო მოძრაობა და სხვა. გამოირჩევა ულამაზესი, მკვეთრი
ფერის კოსტიუმებით. შედგება სამი- ნელი, ჩქარი და ისევ ნელი ნაწილისაგან.
ეს ორი ცეკვა
ოსეთის
რეგიონიდან იღებს სათავეს. მათ შორის ბევრი საერთოა, თუმცა ბევრია
განსხვავებაც. მოძრაობები, კოსტიუმები (გრძელსახელოებიანი სამოსი,
მაქსიმალურად მაღალი, წოწოლა თავსაბურავები) ორივე ცეკვაში ერთნაირია,
თუმცა ხონგას მოცეკვავეთა შედარებით მცირე რაოდენობა ასრულებს, სიმდში კი
მათი რიცხვი გაცილებით მეტია. ხონგას შესრულებაში განსაკუთრებით რთული და
ამასთანავე სანახაობრივად ულამაზესი, მამაკაცის პარტიაა. სიმდი კი წყვილთა
ნელ და ზუსტ მოძრაობებზეა აგებული. ამ ცეკვის მთავარი სილამაზე მოცეკვავეთა
მწკრივების რიტმულ, ერთიან ტრიალსა და მათი შავ-თეთრი სამოსის
მონაცვლეობა-კონტრასტს ეფუძნება.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98#.E1.83.98.E1.83.A1.E1.83.A2.E1.83.9D.E1.83.A0.E1.83.98.E1.83.90